1.პროექტის სახელწოდება: მათემატიკური მოგზაურობა ჰარმონიის სამყაროში.
2.თემა:ოქროს კვეთა და მისი კავშირი ფიბონაჩის რიცხვებთან,ოქროს კვეთა და კვადრატული განტოლების ამოხსნა.
3.მიზანი: მოსწავლეები ეცნობიან ოქროს კვეთას,ფიბონაჩის რიცხვებს,კვადრატულ განტოლებას,მათ შორის კავშირს.იფართოებენ თვალსაწიერს,ეცნობიან მათემატიკის გამოყენების ნიმუშებს ხელოვნებასა და ბუნებაში; ეცნობიან გარემომცველი სამყაროს სილამაზისა და ჰარმონიის ზოგიერთ კანონს.
4.პროექტის აქტუალობა: ამ პროექტზე მუშაობას შეუძლია სწრაფად განუვითაროს მოსწავლეს არაერთი უნარი,როგორიცაა დამატებითი ლიტერატურის მოძიების და ლიტერატურაზე მუშაობის,სტატისტიკური მონაცემების შეგროვების,სხვადასხვა გზით წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზის,ტექნოლოგიების გამოყენების.
ამ პროექტზე მუშაობა არის ეფექტური გზა თეორიული ცოდნიდან პრაქტიკამდე.
5.მონაწილეთა ასაკი: IX-X კლასი.
6.პროექტის ხანგრძლივობა: 3 კვირა.
7.მოსალოდნელი შედეგები: პროექტი მოსწავლეთა მიერ დაგეგმილი და დამოუკიდებლად წარმოებული სამუშაოა, რომელიც მათ შეუძლიათ წარმოადგინონ გამოკვლევის,მოხსენების ან ლექციის სახით.
8..პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ლიტ–რა: 1.ა.ბენდუქიძე,მათემატიკა,სერიოზული და სახალისო თბ.1986 წ.
2.ა.ბენდუქიძე,მათემატიკური ნარკვევები,თბ.1995 წ.
3.ჰ.მელაძე,ნ.სხირტლაძე,გამოყენებითი მათემატიკის საწყისები.თბ.2000წ.
4.ჰ.მელაძე,ნ.სხირტლაძე,ი.ბლიაძე,რ.ბოჭორიშვილი,პ.წერეთელი.მოდელი+ალგორითმი+პროგრამა=ინფორმატიკა.თბ.2000წ
9..საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ესგ–თან კავშირი:
ეს პროექტი მოითხოვს თემის შესაბამისი კვლევის ჩატარებას,ნაშრომის შესრულებას და პრეზენტაციას,მათემატიკის სხვადასხვა ნაწილების ერთმანეთთან დაკავშირებას,მათემატიკურ კანონზომიერებათა ამოცნობას ხელოვნების ნიმუშებში.
10..პროექტის ხელმძღვანელი:–მათემატიკის მასწავლებელი ნ. რიჟამაძე.
11.ხელმძღვანელის ელ–ფოსტა:nanulirizhamadze@gmail.com
12.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:rizhamadze.blogspot.com