საათობრივი სხვაობები მსოფლიოში
კურსის რეფლექსია
ინტელის ტრეინინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
ტრეინინგების კურსი იყო ძალიან საინტერესო,მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი.დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს,ტრეინინგის მოდულებს.პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული,რომ საკითხების ძიება არ გამჭირვებია.შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა,მოსწავლეთა პროექტების შეფასება,ჩვენ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია,პროექტის პრეზენტაცია power point-ში ,სასწავლო პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები,განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები.შევისწავლე ელ.ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ gmail-ის დისკზე და შემდეგ კი ბლოგზე.
დიდი მადლობა ტრენერს, ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს იმისათვის რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრეინინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა.
შეძენილმა ცოდნამ და უნარ-ჩვევებმა კი გამიჩინა ახალი პროექტების შექმნის სურვილი.
მადლობა........
воскресенье, 8 октября 2017 г.
суббота, 7 октября 2017 г.
воскресенье, 1 октября 2017 г.
суббота, 30 сентября 2017 г.
суббота, 23 сентября 2017 г.
მეოთხე დღის რეფლექსია
ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან ნაყოფიერი იყო.ამ დღეს გავეცანი პროექტის მსვლელობის მეთოდებს.შევადგინე დროში გაწერილი გეგმები,გავეცანი პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციას,პორტფოლიოს შექმნას და ბლოგზე გადატანას.
воскресенье, 17 сентября 2017 г.
მესამე დღის რეფლექსია
მესამე დღე იყო ძალიან დატვირთული.გავეცანით ეროვნულ სასწავლო გეგმას, საგნის სტანდარტს.ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე.გავაანალიზეთ რა კითხვებთან არის დაკავშირებული პროექტის სწორად განხორციელება.
суббота, 16 сентября 2017 г.
ტრეინინგის ორი დღის რეფლექსია
რეფლექსია
ინტელის ტრეინინგის მე-3 დონის შეხვედრაზე გავეცანი ელექტრონული საქაღალდეების შექმნას.მათში მოვათავსე სასწავლო პროექტის გეგმა,პროექტის ჩეკლისტი,დავიწყე საკუთარი პროექტის ბუკლეტის შაბლონის დაწერა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა.
ინტელის ტრეინინგის მე-3 დონის შეხვედრაზე გავეცანი ელექტრონული საქაღალდეების შექმნას.მათში მოვათავსე სასწავლო პროექტის გეგმა,პროექტის ჩეკლისტი,დავიწყე საკუთარი პროექტის ბუკლეტის შაბლონის დაწერა.
ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ნაყოფიერი აღმოჩნდა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)