საათობრივი სხვაობები მსოფლიოში
კურსის რეფლექსია
ინტელის ტრეინინგების საშუალებით განვიხილეთ და შევისწავლეთ პროექტებზე დაფუძნებული სწავლება.
ტრეინინგების კურსი იყო ძალიან საინტერესო,მრავალფეროვანი და მრავლისმომცემი.დასაწყისში გავეცანით ინტელის პროექტის ძირითად მიზნებს და ამოცანებს,ტრეინინგის მოდულებს.პროექტის მასალები ისე იყო დახარისხებული,რომ საკითხების ძიება არ გამჭირვებია.შევისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა,მოსწავლეთა პროექტების შეფასება,ჩვენ სასწავლო პროექტში 21-ე საუკუნის უნარების ინტეგრირება, მოსწავლეთა საჭიროებები, სასწავლო პროექტის პრეზენტაცია,პროექტის პრეზენტაცია power point-ში ,სასწავლო პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები,განვიხილეთ განახლებული ბლუმის ტაქსონომია.შევქმენით საინფორმაციო ბუკლეტები. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი კითხვის სახეები.შევისწავლე ელ.ფოსტის მრავალი ფუნქცია და შექმნილი რესურსები (პორტფოლიო) ავტვირთეთ gmail-ის დისკზე და შემდეგ კი ბლოგზე.
დიდი მადლობა ტრენერს, ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს იმისათვის რომ ასეთი დატვირთული და საინტერესო ტრეინინგის რთული საკითხები ადვილად და კარგად შეგვასწავლა.
შეძენილმა ცოდნამ და უნარ-ჩვევებმა კი გამიჩინა ახალი პროექტების შექმნის სურვილი.
მადლობა........
ქალბატონო ნანული, ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა და ჩვენი ერთობლივი მუშაობა. გისურვებთ წარმატებებს!...
ОтветитьУдалить